Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ჭარაია: "ვაჭრობის ფაქტი არსებობს. რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზეა ლაპარაკი"


13 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მის სავარაუდო ეკონომიკურ ეფექტზე. ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საჭიროება და ინტერესი. მეტიც, "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს, რომ კვლევის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის მაქსიმალურად შემზღუდავ პირობებშიც კი ვაჭრობის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს უტოლდება. ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ფაქტობრივად არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა ხელს შეუწყობს, რადგან ამ ურთიერთობების საჭიროება იმაზე ძლიერია, ვიდრე მისი შემაფერხებელი ფაქტორები.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG