Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ ვარსიმაშვილი: "კარგი არაფერია გაფიცვაში. არც ჩვენ გვიხარია"


21 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვასილ ვარსიმაშვილი, მემანქანე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელექტრო-მატარებლის მემანქანეების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირ "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის მოადგილე. ის ყვება მეტროპოლიტენში მუშაობის სპეციფიკასა და სირთულეებზე, აგრეთვე პროტესტზე, რაც რამდენიმე წლის წინ დიდწილად მემანქანეებში გაჩნდა. დღეს ისინი დამოუკიდებელ პროფესიულ გაერთიანებად გვევლინებიან და ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვის განზრახვაზეც ლაპარაკობენ. "ხელფასის მომატებას" ამბობენ, თორემ, როგორც ვასილ ვარსიმაშვილი ამბობს, ლაპარაკია ხელფასების მეტნაკლებად ინდექსაციაზე ინფლაციის გათვალისწინებით. "დილის საუბრების" რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 წელია მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ხელფასები არ გაზრდილა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, პრაქტიკულად შემცირებას ნიშნავს. დღემდე გამართული შეხვედრები უშედეგო აღმოჩნდა და ამ ეტაპზე არ ჩანს რაიმე პერსპექტივა მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის მომატებისა. ვასილ ვარსიმაშვილი და მისი თანამოაზრეები აცნობიერებენ, რომ "კარგი არაფერია გაფიცვაში", რომელიც ახლა უკვე 3 ივნისისთვის იგეგმება. მემანქანე ამბობს: "არც ჩვენ გვიხარია გაფიცვა და ძალიან ვიბრძოლეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა, არ მივსულიყავით აქამდე". ამ ეტაპზე თვლის, რომ მეტროს გაჩერება-არგაჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობასა და მერიაზეა. ვასილ ვარსიმაშვილს ძალიან უყვარს თავისი საქმე, უკვე 13 წელია მეტროს მატარებელს მართავს. 22 მაისს რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის ინიციატივით თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლეთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ვასილ ვარსიმაშვილი მეტროს გაფიცვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:21 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG