Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა ამისგან გააკეთებს...


ვაჟა ამისგან გააკეთებს...
please wait

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

18 წლის გურჯაანელი ვაჟა ფურცელაძე, რამდენიმე წელია, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს აგროვებს - რას არ ნახავთ მის სამუშაო მაგიდაზე: მონეტები, ჭანჭიკები, კალმის სახურავები, დაშლილი სანთებელები, ძველი ტექნიკის ნაწილები... მერე ამ მეორადი ნივთებისგან ხან რობოტი იქმნება, ხან სამურაი, ხან ხომალდი „ვარსკვლავური ომებიდან“. ყველა ნივთს თავისი სახელი და თავგადასავალი აქვს. ის, რაც ერთ დღეს თავშესაქცევად წამოიწყო, ამჟამად ვაჟას საყვარელი საქმიანობაა და უნდა, რომ თავის მომავალ სასურველ პროფესიას, კომპიუტერულ ინჟინერიასაც დაუკავშიროს. ვაჟა ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებს შორის, ვინც წელს ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი, 80 ქულა აიღო. გამოცდების შედეგების მოლოდინში კი ვაჟა უკვე  ახალი ჩანაფიქრის განხორციელებას - აფრებიანი გემის კეთებას - შეუდგა.

XS
SM
MD
LG