Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი წელი "გავრილოვის ღამიდან"

რუსთაველზე გაიმართა აქცია, რომელიც შარშანდელი 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლისთავს მიეძღვნა. აქციის მთავარი ლოზუნგი კვლავაც იყო „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.

ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია იმან, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა და იქიდან სცადა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა, თუმცა ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ არ მისცა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის პროტესტი გამთენიამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტში შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები.

მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

პარლამენტის წინ საქართველოს ჰიმნით დასრულდა საპროტესტო აქცია, რომლითაც აღინიშნა "გავრილოვის ღამის" წლისთავი.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG