ელენე ნიჟარაძე 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს შესახებ
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მთავარ მიგნებებზე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილაპარაკა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.