Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება?


2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ორიოდე დღის წინ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი სამსახურის ამოქმედების ნახევარი წლით გადავადების შესახებ. მიზეზად სახელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების არარსებობა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონის პირველი იანვრიდან სრულყოფილად ამოქმედებისათვის დასახული ღონისძიებების სრულად განხორციელება ვერ ესწრება და ამიტომ აუცილებელი გახდა რეფორმის ამოქმედების ექვსი თვით გადაწევა. 18 დეკემბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა გადავადების ინიციატივას და განაცხადა: "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა საქართველოში ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და მისი დროული შექმნა ევროპული ინტეგრაციისთვისაც აუცილებელი საკითხია. ნებისმიერი ბარიერი და დაბრკოლება ამ მიმართულებით სწრაფ გამოსწორებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი გამოითხოვს ინფორმაციას ყველა საჯარო უწყებიდან და საკითხს დამატებით შეისწავლის". სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ხუციშვილმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად ამოქმედების მნიშვნელობაზე:

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG