ევროპარლამენტარების 7-წევრიანი დელეგაცია, რომელიც საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა, ხუთშაბათს საღამოს, 12 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაზე მივიდა.
მანამდე ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
ევროპარლამენტარების დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია (EPP));
- მიჰალ ჩერბა (EPP);
- ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew));
- ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“);
- ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი");
- რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“);
- სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები).
ფორუმი