დისტანციური სწავლების შედეგები
საქართველოში, და არამარტო საქართველოში, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს იმედი აქვთ, რომ შემოდგომაზე კოვიდი დასუსტდება და ახალ სასწავლო წელს მეცადინეობა აუდიტორიებში, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. თუმცა ბევრი მიეჩვია კიდეც ონლაინ-სწავლებას. მით უფრო საინტერესოა დისტანციური სწავლების შედეგები, რომელთა შესახებ ვკითხეთ ბერიკა შუკაკიძეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.