დიდი დიღომი, ავთანდილის ქუჩის მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ტრაგედიიდან მეორე დღეს. მეექვსე სართულზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას შეეწირა 4 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ერთი ბავშვის. შენობა დაცლილია, კორპუსთან მისასვლელი გზა კი ისევ ჩაკეტილი. სამართალდამცავები საქმეს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით იძიებენ.