Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დე, რატო არ მპასუხობ? წინ არ დადგე, რა!“ – „კაი“ - როცა შვილი აქციაზეა


⭕ სამ კვირაზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოსული ახალგაზრდები ამბობენ, რომ ევროპულ მომავალს იცავენ.

⭕ „გამწევი ძალა“ - ასე უწოდებენ მათ მშობლები, თაობა, რომელიც ათეული წელია რუსთაველზე თავად გამოხატავდა პროტესტს.

💬 „ხალხში ღრმად არ დადგე. კიდეზე იდექი, რომ გაქცევა მოასწრო. ჩიტაძისკენ არ წახვიდე? ხო იცი, ჩიტაძე რომელია, სკოლის გვერდით არა, მეორე მხარეს, თავისუფლების მოედნისკენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პარლამენტს შორის, მიხვდი ხო?“, პასუხი - „კი. ვიცი. კაი“

⭕ ბოლო კვირებში, ათასობით დედა-შვილის, მამა-შვილის (და სხვებისაც) სატელეფონო მიმოწერა ინახავს მსგავს გზავნილებს. მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად ვერ დგანან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ, უკვე პერმანენტულად ქცეულ აქციებზე, ასე, ან ტელეფონით, ან ონლაინ ცდილობენ მათთან კომუნიკაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG