გიორგი სიორიძე საარჩევნო რეფორმაზე - "სამართლიანობისა და სამართლებრივი გამართულობის სტანდარტი ამ პროექტმა სამწუხაროდ არ დაიცვა"
"ლელო - საქართველოსთვის" წევრი ცესკოში, გიორგი სიორიძე ხსნის - რატომ არ დაუჭირა პარტიამ მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. ის პროცესის კონსტრუქციულ და პოზიტიურ ნაწილსაც აღნიშნავს, თუმცა აცხადებს, რომ ""ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ისეთი ნაღმიც ჩადო, რომელიც პრინციპულად მიუღებელი იყო "ლელოსთვის"".