Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბუქარესტიდან 10 წლის თავზე ვერ გავიგეთ რა მოითხოვა საქართველომ!"


12 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი. მან ილაპარაკა ნატოს სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც მისი შეფასებით, საქართველოს შესახებ ახალი არაფერი წერია. კერძოდ, გიორგი რუხაძე გულისხმობს იმას, რომ ადრინდელი დეკლარაციებისგან განსხვავებით, დოკუმენტში არ არის ახალი კონკრეტული გზავნილი, რაც სიმკვეთრეს შემატებდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ამის დასტურად გიორგი რუხაძე აღწერს ნატოს წინა სამიტების დეკლარაციებში საქართველოზე გადაწყვეტილებების დინამიკას.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG