Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვითხოვ მეტ სიცხადეს რეგულატორისგან! მსურს მეტი სიცხადე კომერციული ბანკისგან!"


  • "ის 7%, რაც გუშინ დააკლდა TBC ბანკის აქციების ფასს, პირდაპირ არა, მაგრამ აკლდება საქართველოს ეკონომიკას"
  • "ვითხოვ მეტ სიცხადეს რეგულატორისგან. მსურს მეტი სიცხადე კომერციული ბანკისგან. ამ 8 თვეში რა ხდებოდა, ერთი განცხადებაც არ გვახსოვს TBC ბანკის"
  • "ლონდონის საფონდო ბირჟაზე თაღლითები და ინტერესთა კონფლიქტის განმახორციელებელი ბანკები ვერ ხვდებიან"

ეროვნული ბანკის 14 თებერვალს გამოქვეყნებულმა გადაწყვეტილებამ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების შესახებ მეტ კითხვასა და ვარაუდებს მისცა საფუძველი, ვიდრე მანამდე იყო.

გადაწყვეტილებას კონკრეტული შედეგიც ჰქონდა, ციფრებში გამოსახული - ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციების ფასი 14 თებერვალს 7%-ით დაეცა. "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ამას ბირჟის "ძალიან ბუნებრივ რეაქციად" აფასებს:

"ეს განცხადება როცა მზადდებოდა ეროვნულ ბანკში, უკვე იცოდნენ რა დღე დაადგა TBC ბანკის აქციებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე".

ზედამხედველის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბირჟამდე უფრო ადრე მივიდა, ვიდრე საქართველოს საზოგადოებამდე:

"მთავრობამ არ უნდა იფიქროს, რომ ამ თემას გადააგორებს. ეს თემები არ გადაგორდება ადვილად. ამას უყურებს საერთაშორისო საზოგადოება და უნდა აღვნიშნო, რომ არავის უნდა ეგონოს საერთაშორისო მედია ან ინვესტორები ჭურში სხედან და ვერ იგებენ ქვეყანაში რა ხდება", - ამბობს კეპულაძე "დილის საუბრებში".

ბევრის მსგავსად "დილის საუბრების" სტუმარსაც ბევრი კითხვა აქვს როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე პროკურატურასთან და თავად TBC ბანკთან. თვლის, რომ ყველასი და პირველ რიგში, კომერციული ბანკის ინტერესებშია ვითარებაში სიცხადის შეტანა:

"მეტ სიცხადეს ვითხოვ, პირველ რიგში, კომერციული ბანკისგან. მის ინტერესშია სრული გამჭვირვალობა... 8 თვეზე საუბრობს და ამ 8 თვეში რა ხდებოდა, ერთი განცხადება არ მახსოვს TBC ბანკის".

პროკურატურამ რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას აცნობა, რომ 11 წლის წინ მომხდარის ძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მასალებზე დაყრდნობით. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კი საქმის შესწავლა 2018 წლის მაისში დაუწყია. მამუკა ხაზარაძე სწორედ ამ რვათვიან პერიოდს გულისხმობს, როცა 14 თებერვლის ფეისბუკის პოსტში წერს:

"უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს".

გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოვლენა მარტივი იქნებოდა, რადგან:

"ოცდაათიათასლარიანი გადარციხვაც კი ინტერესის სფეროა რეგულატორის და შესაბამისი სამსახურების. როცა მილიონებზეა საუბარი, ვინმეს სჯერა, რომ მილიონები ირიცხება ქვეყანაძე აქეთიქით ისე, რომ ვერ იგებს რეგულატორი? ეს ასე არ ხდება".

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი შექმნილ ვითარებაში ყველაზე საზიანოდ ინფორმაციის ნაკლებობას თვლის და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ მსხვილი ბანკისთვის შექმნილი პრობლემა მხოლოდ მის მეპატრონეებსა და ხელმძღვანელებს შეეხებათ:

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG