23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ზოიძე, "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის მონაცემებს. გიორგი ზოიძემ აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლის მიზეზი იყო ორგანზაციისთვის მოქალაქეების ხშირი მიმართვა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "ახალგაზრდა ადვოკატები" მოქალაქეებს უწევებ კონსულტაციას, თუმცა, პარალელურად საჭიროდ ჩათვალა დაეწყო ბაზის შესწავლა. ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს უზრუნველყოს სოციალურად დაუცველთა აღირცხვის სამართლიანობა. 2014-2017 წლებში სხვადასხვა მიზეზით სოციალურ დახმარებაზე უარი ეთქვა 610335 მოქალაქეს. გიორგი ზოიძემ აღნიშნა ისიც, რომ სოციალურად დაუცველ პირზე გასაცემი თანხა - 56 ლარი სამჯერ ნაკლებია საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე.