Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენძის ამბავი


გენძის ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:31:36 0:00
გადმოწერა

რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ საუბარს იაპონური ლიტერატურის დიდ შედევრზე, „გენძის ამბავზე“, რომელიც ჰეიანის პერიოდის იაპონელი მწერლის, იმპერატორის კარის სეფექალის, მურასაკი შიკიბუს კალამს მიეკუთვნება.

მურასაკის ნამდვილი სახელი უცნობია, ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით მას ფუჯივარა ტაკაკო ერქვა. ეს მწერალი 973 წელს დაიბადა კიოტოში. დედა მას ადრე გარდაეცვალა და მამას აღუზრდია, როგორც ვაჟი, ანუ კანჟი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის კლასიკური ჩინური ლიტერატურის ცოდნა მიუცია.

„გენძის ამბავი“ ანუ გენძი მონატაგარი არის ჰორიზონტალურად გასაშლელი გრაგნილი, რომელიც სამ ხელოვნებას მოიცავს: ფერწერას, პოეზიასა და პროზას. გენძი არის იაპონელი დონ ჟუანი, რომელიც იოლად იპყრობს ქალთა გულებს, თუმცა, ევროპელი კოლეგისგან განსხვავებით, ამ ქალების შემდგომ ბედზე ზრუნავს…

XS
SM
MD
LG