3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. მან ილაპარაკა ტაქსების რეგულაციებზე. გელა კვაშილავა თვლის, რომ ამ სფეროს მოწესრიგება მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრი კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. საჭიროა სისტემური მიდგომა და განსაზღვრა - როგორი მოდელით უნდა განვითარდეს ტაქსის სერვისი. პრიორიტეტები კი უნდა იყოს ტაქსით მომსახურების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა, მძღოლის კომპეტენტურობა და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმიზაცია. ყველა შემთხვევაში, მოდელის განსაზღვრისას საჭიროა არსებული მოცემულობის რეალისტურად შეფასება.