Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაუკეთა" თუ არა გია კორკოტაშვილს "ქართულმა ოცნებამ" სამსახური


გია კორკოტაშვილი

გია კორკოტაშვილი

8 დეკემბერს "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია კორკოტაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ უკმაყოფილოა "ქართული ოცნებით", რომლის ხელისუფლებაში მოსვლას "თავი შეაკლა" და რომელმაც მას "სამსახური არ გაუკეთა."

წყარო: გია კორკოტაშვილი
არასწორია

გია კორკოტაშვილი არ არის მართალი, როცა ამბობს, რომ მას "ქართულმა ოცნებამ" "სამსახური არ გაუკეთა". მან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო მუშაობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებაა.

რადიო თავისუფლებას ეროვნულ სატყეო სააგენტოში დაუდასტურეს, რომ გია კორკოტაშვილი სააგენტოში მუშაობდა 2013 წლის 1 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე და იკავებდა სააგენტოს უფროსის მრჩევლის თანამდებობას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

ამ დროს სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ბიძინა გიორგობიანი, რომელიც 2007 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად გასამართლდა და 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგობიანმა საქართველო 2005 წელს დატოვა. ის თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევდა. ამნისტიის შესახებ 2012 წლის დეკემბერში მიღებული კანონით გიორგობიანი პოლიტიკურ დევნილად გამოცხადდა. 8-წლიანი მიმალვის შემდეგ სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საქართველოში 2013 წლის თებერვალში დაბრუნდა და მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი და გივი თარგამაძე დაასახელა.

XS
SM
MD
LG