გარი ჩხვიმიანი, ჭუბერის მკვიდრი "დილის საუბრებში" ყვება სტიქიის შედეგებზე ჭუბერში. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მასშტაბურმა მეწყერმა და მდინარის ადიდებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. გარი ჩხვიმიანის თქმით, მთავარი საჭიროება ახლა ხიდების და გზების აღდგენაა. პრობლემაა ელექტროენერგიით მომარაგება - მოსახლეობის დაახლოებით 25-30%-ია ახლა უზრუნველყოფილი. ჭუბერის მკვიდრი დეტალურად აღწერს მოსახლეობის პრობლემებს ახლა და ახლო მომავლისთვის.