2 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "სინედოკ-თბილისის" ორგანიზატორები: არჩილ ხეთაგური, ფესტივალის დირექტორი, მედეა შარიქაძე, ფესტივალის პროდიუსერი და გიგი ჯანაშია, "სინედოკ-იანგის" კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს ფესტივალის ისტორიაზე, წლევანდელ პროგრამასა და ფესტივალის თანმხლებ ღონისძიებებზე. ფესტივალი წელს 3-8 მაისს გაიმართება. არჩილ ხეთაგურმა აღნიშნა, რომ პირველ ფესტივალზე თუ 30 ფილმი იყო წარმოდგენილი, წელს უკვე 70 ფილმია წარმოდგენილი და გაიზარდა სექციების რაოდენობაც. ფესტივალის დირექტორის თქმით, "სინედოკ-თბილისი" აღმოჩნდა სტიმული ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტებისთვისაც. მედეა შარიქაძემ ილაპარაკა საფესტივალო ფილმების შერჩევის პრინციპებსა და რეგიონულ ჩვენებების ორგანიზებაზეც. გიგი ჯანაშიამ ახსნა "სინედოკ-იანგის" შესახებ და მოზარდების ჩართულობაზე ფესტივალის მზადებასა და სხვადასხვა ღონისძიების წარმართვაში. წლევანდელ ფესტივალზე სტუმარი ქვეყანა არის რუმინეთი, რომლის საინტერესო პროგრამაზეც "დილის საუბრებში" არჩილ ხეთაგურმა ისაუბრა. მან რამდენიმე ფილმი გამოყო, მათ შორის რუმინელი ავტორის მიერ - აფხაზეთში გადაღებული ფილმი. ფესტივალის მნიშვნელოვანი კომპონენტია "სივილ-პიტჩი", რაც გულისხმობს უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კინოდოკუმენტალისტების თანამშრომლობის ხელშეწყობას.