Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს სია არის რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორად გამოყენება"


არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს წევრობის მსურველი
არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს წევრობის მსურველი

31 მაისს ამოიწურა ვადა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შეეძლოთ განცხადებით მიემართათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ქვეყანაში უზენაესის წევრობის მსურველი აღმოჩნდა 144 იურისტი. შესავსებია 20 ვაკანსია.

სიის გამოქვეყნებამ არაერთი კითხვა გააჩინა. უპირველესად კრიტიკა უკავშირდებოდა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სახელების ნახვას, აგრეთვე, ზოგიერთი იმ ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლისა, რომელთა პრაქტიკაც აჩენს კითხვებს.

უზენაესი სასამართლოს წევრობის მსურველთა სიაში ნახავთ ადვოკატ, არჩილ ჩოფიკაშვილსაც. ის არ გახლავთ ერთადერთი ადვოკატი ამ სიაში.

არჩილ ჩოფიკაშვილი თვლის, რომ „ეს არის საქართველოს იტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როცა, ფაქტობრივად, ხელახლა ყალიბდება უზენაესი სასამართლო. ასეთ პირობებში, ვთვლი რომ იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გული შესტკივა მართლმსაჯულების პრობლემებზე, ყველა ასეთ იურისტს უნდა მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში. ერთი მხრივ, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისცემს შესაძლებლობას ყველაზე შესაფერისი კანდიდატები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და მეორე მხრივ, ეს დაანახებს საზოგადოებას რეალურად რა რესურსია ქვეყანაში და ამ რესურსის ფონზე როგორი გადაწყვეტილებები მიიღება“.

ჩოფიკაშვილ|ი აი ამბობს, თვლის, რომ:

„იუსტიციის საბჭო არის ფაქტობრივად საზოგადოების ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ექნება ლოგიკური ახსნა და არ იქნება სამართლიანი, მის მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება. იგივე შემიძლია ვთქვა პარლამენტის მიმართაც“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობამ შეიძლება შექმნას რეალური ცვლილების შესაძლებლობა. ჩოფიკაშვილის აზრით, არსებული სია არის „რესურსი, რომელიც არსებობს და რომელსაც სჭირდება სწორად გამოყენება“.

„ამ სიიდან რა კატეგორიის იურისტებს აარჩევ და დანიშნავ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბჭოს მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების აზრს და იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემის წინაშე. ეს არის ცვლილებების რეალური სამართლებრივი შესაძლებლობა“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG