„არ მაქვს ეჭვის საფუძველი, არ ვენდო გამოძიებას“
რა მტკიცებულებები აქვთ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულზე რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოს მიმართეს და რამდენად ენდობიან ისინი გამოძიებას? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს „დილის საუბრებში“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა უპასუხა.