14 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალიკა კუპრავა, ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა ყველა იმ შესაძლო პოლიტიკურ განვითარებაზე, რაც მოყვება პრემიერ-მინისტრის გადადგომას. ალიკა კუპრავა "დილის საუბრებში" მიმოიხილავს პროცესების განვითარების ისეთ გზებს, რაც მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშია შესაძლებელი. გარკვეულ კონტექსტს ქმნის ისიც, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლები დრო დარჩა.