16 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო და კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. რა რეალობას ქმნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება და რამდენად საკმარისია კონსტიტუციური ცვლილებები ძალაუფლების დაბალანსებისთვის? მოკლე პასუხია - არა. ვრცლად კი ალიკა კუპრავა, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ლაპარაკობს "დილის საუბრებში". ალიკა კუპრავასთან ინტერვიუში მოისმენთ აგრეთვე რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციური ცვლილებების პირობებში პრეზიდენტის პოლიტიკურ აქტიურობას: