ალექსანდრე ფორჩხიძე პროფესიით ბარმენია. ძიროვანი სოფელია ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ალექსა სამი წელია, რაც ძიროვანში გადასახლდა. არც საქმე ელევა და საკუთარ ცოდნასაც სწორად იყენებს: ხდის ჭაჭას, აგროვებს სოკოებს, ათვალიერებს არემარეს, ზრუნავს გარემოზე, აყენებს ღვინოს და ადგილობრივ მეგობრებს კოქტეილებით უმასპინძლდება.