ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა კვლავ დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო სექტემბრის ბოლოს გაჩაღებული ომის შედეგად. ის 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხების ხელში იყო.
აზერბაიჯანმა ჟურნალისტებს მთიანი ყარაბაღის მახლობელი დაბრუნებული რეგიონი დაათვალიერებინა
რადიო თავისუფლების ფოტოკორესპონდენტი შედიოდა იმ ჟურნალისტთა ჯგუფში, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებს ახლდნენ აზერბაიჯანის ფუზულის რაიონში.

1
აზერბაიჯანელი პოლიციელი სომხების მიერ დატოვებულ საარტილერიო პოზიციასთან ფუზულიში 18 ნოემბერს

2
სომხური თვითნაკეთი 200-მილიმეტრიანი ყუმბართმტყორცნი მიტოვებულ სანგარში

3
თვითნაკეთი 200-მილიმეტრიანი ჭურვების მცირე საწყობი, რომელიც სომხურმა ძალებმა მიატოვეს.

4
სომხური თვითნაკეთი 200-მილიმეტრიანი ყუმბართმტყორცნი

5
სომხური ძალების მიერ დატოვებული ჭურვები

6
განადგურებული სომხური ტანკი გზაზე, ფუზულის რაიონში, აზერბაიჯანში

7
ჟურნალისტებს მიტოვებული სომხური ტანკი უჩვენეს.

8
ფოსფორის ჭურვი, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, სომხურმა ძალებმა დატოვეს. ახლოს მისვლა აკრძალულია.

9
აზერბაიჯანელი გამნაღმველები ამზადებენ აუფეთქებელ ჭურვებს.

10
ანადგურებენ ფოსფორის ჭურვებს, რომლებზეც აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხურმა ძალებმა დატოვეს.