რუსთავის გარეუბანში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რამდენიმე ავარიული შენობაა, რომლებიც, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღდგენას არ ექვემდებარება. შენობათა ბინადარნი გამაგრებით სამუშაოებს ითხოვენ, ნაწილიც - სხვა ბინებით დაკმაყოფილებას.