გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, მეორე სახელმწიფო გამოცდისთვის ემზადება ზურაბ ქელბაქიანი, „უხილავი ფარდის“ დღევანდელი მონაწილე. იგი სტაჟირებას გადის ბერლინის საქალაქო სასამართლოში. პირველი სახელმწიფო გამოცდის შემდეგ, ზურაბ ქელბაქიანი ერთი წლით შანხაიში სწავლობდა სამაგისტრო პროგრამით. რესპონდენტთან საუბარი დაიწყო შოკის შესახებ, განსხვავებული კულტურით გამოწვეული შოკის, ოღონდ, სამართლის სფეროში.