ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დღეს გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. ოქმში, რომელიც მოვაჭრეებს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს, ნათქვამია:
„მიმდინარე წლის 1 ივნისამდე ბაზრის გარეთა პერიმეტრზე ვაჭრობა უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანონდამრღვევები ფულადი ჯარიმით –500 ლარით - დაჯარიმდებიან.“
მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეებმა მსგავსი შინაარსის წერილობითი გაფრთხილება მიმდინარე კვირაში მეორედ მიიღეს, მუშაობის შეწყვეტას მაინც არ გეგმავენ - ამბობენ, რომ ვაჭრობა მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
„შვილი ხომ უნდა ვარჩინო? მე არ მომწონს ქუჩაში ჯდომა, მომცენ საშუალება რაღაც სხვა გავაკეთო. გვაქვს რამე ადგილი? გვაქვს რამის შესაძლებლობა?“, „ ჩვენ ვშოულობთ პურის ფულს. მოგვხედოს ხელისუფლებამ, თორემ ასე კარგად არ წავა საქმე. ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას გარემოვაჭრეებმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვალერი ქიქავა აცხადებს, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და, შესაბამისად, გამგეობა კანონდარღვევას არ დაუშვებს. მისივე განმარტებით, გამგეობამ გარემოვაჭრეთათვის ბაზრის შიგნით უკვე გამოყო სამუშაო ადგილები.
„ ტროტუარი უნდა გაიწმინდოს. ადამიანებს და მანქანებს მოძრაობა უჭირთ, ამიტომ პრობლემა უნდა გადაიჭრას საბოლოოდ. ეს ქალაქისთვისაც კარგი იქნება, თქვენთვისაც, ჩემთვისაც და გარემოვაჭრეებისთვისაც, რადგან შიგნით იქნებიან “, – განაცხადა ვალერი ქიქავამ.
გარევაჭრობის წინააღმდეგი არიან ბაზრის შიგნით მომუშავე მოვაჭრეებიც. ამ მოთხოვნით მათ მიმდინარე თვეში მეორედ გამართეს საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ. აქციის მონაწილეები ამბობდენენ, რომ ბაზრის სიახლოვეს გამართული გარევაჭრობის გამო შიგნით პროდუქტის საყიდლად არავინ შედის.
მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. მოვაჭრეები მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ და გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გეგმავენ.