ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს "კორინტიანსის" სტადიონზე გაიხსნა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი. საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასობით მოცეკვავემ, ტანმოვარჯიშემ, აკრობატმა, და მათთან ერთად "ვარსკვლავებმა", როგორიც არიან, მაგალითად, ჯენიფერ ლოპესი და რეპერი პიტბული.