ფოტოგალერეაში გთავაზობთ მიუნხენში მცხოვრები ქართველი მხატვრის, თორნიკე აბულაძის ნამუშევრებს. ყოველკვირეულ "უხილავ ფარდაში" თორნიკე აბულაძე გვიამბობს, თუ თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ როგორ გადასახლდა მიუნხენში; საუბრობს იმაზე, გამოფენის გარდა, რა გზა უნდა აირჩიოს ხელოვანმა, თავისი ნამუშევარი რომ წარუდგინოს საზოგადოებას; რატომაა რთული ადგილის დამკვიდრება უცხოეთში; და როგორ ახსენებს რაჭას ტიროლი.