Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო უბედური შემთხვევების რაოდენობა მატულობს


უამინდობის გამო უბედური შემთხვევების რაოდენობა მატულობს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00
გადმოწერა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 6 თებერვლამდე - 15 გრადუსამდე დაეცემა, ზოგ რაიონში კი -20-მდე. უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თბილისში მომატებულია უბედური შემთხვევების რაოდენობა. თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თუ 29-30 იანვარს შესაბამისად 2 და 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, აციებასთან ერთად რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და ამჯერად ყოველდღიურად 50-70 შემთხვევას ითვლიან.

XS
SM
MD
LG