ტურისტების ყურადღებით ისედაც განებივრებული ვენეცია ამ დღეებში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული სტუმრების განსაკუთრებულ მოზღვავებას განიცდის: ყველას სურს, საკუთარი თვალით იხილოს დიდებული სანახაობა – ტრადიციული კარნავალი, რომელიც ვენეციაში მე-11 საუკუნიდან ეწყობა. კარნავალის მრავალფეროვან კულტურულ პროგრამაში მუდამ გამორჩეული ადგილი უკავია ნიღბების დღესასწაულს, რომელიც ასევე შუა საუკუნეებიდან იღებს დასაბამს. გამონაკლისი არც წლევანდელი, 2016 წლის კარნავალია. გთავაზობთ ანა კაკაბაძის ფოტორეპორტაჟს ვენეციიდან.