Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელთა ენთუზიაზმი და კონტროლი კონგრესზე


პრეზიდენტმა ობამამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელზეც ამერიკულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევა შეუძლია. ობამამ კონგრესის ლიდერები საკანონმდებლო პრიორიტეტებზე მსჯელობის მიზნით პარასკევს თეთრ სახლში მიიწვია. შეერთებული შტატების დემოკრატი ლიდერი სამშაბათის არჩევნებზე გამარჯვებულ რესპუბლიკელ კანონმდებლებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. მომავალი წლიდან რესპუბლიკური პარტია არამარტო წარმომადგენელთა პალატას, არამედ უკვე სენატსაც გააკონტროლებს.

სენატის ახალი უმრავლესობის სავარაუდო ლიდერი მიჩ მაკონელი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ ობამასთან ითანამშრომლებს, რათა ის მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის -საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებზე და საგადასახადო რეფორმებზე- დაითანხმოს. სენატორ მაკონელის თქმით, სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან უკვე შედგა და მათ გადაწყვიტეს ერთად გადახედონ იმ საკითხებს, რომლებზე შეთანხმების მიღწევაც შესაძლებელია.

ასეთია სამშაბათის არჩვენების შედეგი. ამასთან, შესაძლოა, საგარეო რანგშიც პრეზიდენტ ობამას კურსი, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ასევე განსხვავებული გახდეს.

კერძოდ, რესპუბლიკელთა მიერ კონგრესის ორივე პალატის კონტროლი ამცირებს პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე მანევრირების საშუალებას. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გაი ზივი აცადებს:

„ ეს ფაქტი პრეზიდენტ ობამას დიდ უხერხულობას შეუქმნის. კერძოდ, ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბარაკ ობამას პროგრესის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.“



XS
SM
MD
LG