Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის წერილი თეირანს


47-მა ამერიკელმა სენატორმა ირანს ღია წერილით მიმართა და მისი მთავრობა გააფრთიხალა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2017 წლის დასაწყისში დატოვებს.

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ კანონმდებლების მოსაზრება იმ ირანელეების პოზიციას ემთხვევა, რომლებიც ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებიან.

არკანზასელი რესპუბლიკელი სენატორის ტომ კოტონის მიერ ინიცირებულ ღია წერილს ხელი 46-მა სენატორმა მოაწერა, წერილით კანონმდებლები ირანის მთავრობას აფრთხილებენ, რომ ბირთვულ შეთანხმებას შესაძლოა საკონსტიტუციო ბარიერები შეხვდეს.

მართალია პრეზიდენტს შეუძლია საერთაშორისო შეთანხმემებებზე მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ მათ რატიფიცირებაში “მნიშვნელობანი როლი” კონგრესს ენიჭება - ნათქვამია წერილში. კონგრესის წერილი ირანს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც კონგრესი არ დაამტკიცებს მომავალი პრეზიდენტის მიერ გაუქმდება ან კონგრესის მიერ შეიცვლება.

კონგრესის ამ ნაბიჯმა ობამას გაკვირვება გამოწივია. “ვფიქრობ ირონიულია, როცა კონგრესის ზოგიერთი წევრის მოსაზრება იმ ირანელების აზრს ემთხვევა, ვინც ამ მოლაპარაკებების წინააღმდეგია. ეს უჩვეულო მდგომაროებაა. ახლა ჩვენი მიზანი შეთანხმებაზე კონცენტრირებაა. და თუ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ მის შესრულებასაც შევძლებთ,” განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების მხარეები თვითდაწესებულ საბოლოო ვადას უახლოვდებიან და შეთანხმების პირველადი ჩარჩო მარტის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ.

თეთრი სახლის სპიკერი ჯოშ ერნესტი ამბობს, რომ სენატორების მიერ გაგზავნილი წერილი პარტიული სტრატეგიაა, რომლის მიზანიც საერთაშორისო პოლიტიკაში პრეზიდენტის როლის დაკნინებაა.

“ჩვენ გვესმის რეპსუბლიკელებისგან, მათ შორის ამ წერილის ავტორისგან, რომ მათი მიზანი ამ მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლაა. სენატორი კოტონი ამ პოზიციას ახმოვანებს,” განაცხადა ერნეტსმა. მისი თქმით ეს წერილი ხელს უშლის მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც თეირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის - ფენ ფსაკის განცხადებით წერილი “პოლიტიკური ქულების” მოსაპოვებლად დაიწერა და კონგრესს “არ აქვს ძალა საერთაშორისო შეთანხმებების პირობები შეცვალოს”. მისი თქმით მიღწეულ შეთანხმებას სენატის რატიფიცირება არ დასჭირდება.

“ამერიკის კონსტიტუცია აღმასრულებელს ანიჭებს უფლებას მოლაპარაკებები აწარმოოს საერთაშორისო პარტნიორებთან. არასწორია კონგრესის იმ როლზე საუბარი, რაც წერილშია ნახსენები. ეს მოლაპარაკებებს ეხება, მნიშვნელოვანია ეს მესიჯი მივაწოდოთ არა მხოოდ ირანს, არამედ ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს ირგვლივ, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ერვოპის კავშირს, ჩინეთს და რუსეთს,” განაცხადა ფსაკიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფის შეფასებით წერილს საკანონმდებლო ღირებულება არ აქვს და მეტწილად პროპაგანდას შეიცავს.

“სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს საერთაშორისო სამართალი არეგულირებს და არა ამერიკის კანონმდებლობა,” განაცხადა ზარიფმა.

ლარი საბატო, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი მიიჩნევს, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ სხვა ქვეყნის მთავრობისთვის წერილის მიწერა უჩვეულო მოვლენაა და იმ შიდა პოლიტიკური ბრძოლის ესკალაციაა, რომელიც ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებით დაიწყო.

საბატოს თქმით წერილის შინაარსის კრიტიკა შესაძლებელია, თუმცა ის კონსტიტუციის ფარგლებს არ სცდება.

“რადგანაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის თანაბარუფლებიანი შემადგენელი ნაწილია, წერილი სრულიად ლეგიტიმურია. სხვა საკითხია რამდენად ჭკვიანურია ამის დაწერა,” ამობს საბატო.

ის ხსნის, რომ თუ პრეზიდენტსსენატის რატიფიკაციის თავიდან აცილება უნდა ის შეთანხმებასთან დაკავშირებით განკარგულებას გამოსცემს, თუმცა მისი შეცვლა მომდევნო პრეზიდენტს შეეძლება. თუ ობამას ირანთან ხანგრძლივი შეთანხმების მიღწევა სურს, მას სენატის რატიფიცირება დასჭირდება.

XS
SM
MD
LG