სალომე რიგვავა გაგრაში დაიბადა, ახლა გერმანიაშია, შტუტგარტში, სადაც სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საგანგებო პროგრამა გაიარა და იქვე დარჩა. 2012 წელს სალომე რიგვავამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ფერმწერის დიპლომი აიღო. უხილავ ფარდაში განვაგრძობთ ციკლს, რომელშიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხატვრებს გახვედრებთ. გადაცემის ავტორი და წამყვანი, ოქროპირ რუხაძე, სალომე რიგვავას ესაუბრება მხატვრობაზე, მის ნამუშევრებზე, გაგრის მონატრებაზე და ევროპაში ჩასული მხატვრის პრობლემებზე.