Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეგერბერგი და რონალდუ - ევროპაში საუკეთესონი

25 აგვისტოს მონტე-კარლოში გამოვლინდნენ ევროპის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. ქალთა შორის ეს წოდება მოიპოვა ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და ლიონის (საფრანგეთი) „ოლიმპიკის“ თავდამსხმელმა ადა ჰეგერბერგმა, ხოლო ვაჟთა შორის - მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ. ამ უკანასკნელს ჟიურის წევრი 55 სპორტული ჟურნალისტიდან (რომელთა შორის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძეც იყო), ხმა მისცა 40-მა. მეორე ადგილზე გასულმა, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა რვა ხმა მოაგროვა და ერთი ხმით გაუსწრო მესამე ადგილზე გასულ გარეთ ბეილს, მადრიდის „რეალისა“და უელსის ნაკრების თავდამსხმელს.

XS
SM
MD
LG