Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პოლიციამ დააპატიმრა ორი მთავარი რედაქტორი


თურქეთში 2 ნოემბერს დააპატიმრეს ორი მთავარი რედაქტორი ჟურნალისა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ამასთან, შეაჩერეს პუბლიკაციის ბოლო ნომრის გავრცელება. ეს პროცესები განვითარდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მმართველმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თურქეთის მთავრობის ნაბიჯი მოჰყვა გამოცემის, ყოველკვირეული ჟურნალის ნომრის გამოსვლას წარწერით „ორშაბათი, 2 ნოემბერი, თურქეთში სამოქალაქო ომის დასაწყისი“. ჰედლაინი ეწერა თურქეთის პრეზიდენტის და მმართველი პარტიის დამაარსებლის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ფოტოს. 27 ოქტომბერს თურქეთში რეიდები განხორციელდა სხვა მედია ჯგუფზე, რომელიც ერდოანის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. მთავრობამ ასევე გადადგა ნაბიჯები ახალი ამბების ორი სატელევიზიო არხის ეთერიდან მოხსნის მიზნით. კრიტიკოსები ერდოანს და მის მთავრობას დიდი ხანია ბრალს სდებენ მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და ზეწოლაში. თურქეთში გამომავალი, მთავრობის მიმართ კრიტიკული სხვა პუბლიკაციების რედაქტორები აცხადებენ, რომ მოელიან ზეწოლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, მას შემდეგ, რაც სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა 1 ნოემბრის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG