11 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ვატო წერეთელი, ხელოვანი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეებისა და უცხოელი სტუმრებისთვის პერიოდულად მართავს ხოლმე თბილისის ქუჩებში ტურს, რომელიც თბილისის ნაკლებად ცნობილ ადგილებსა და ამბებს აერთიანებს.
რა სივრცეებისგან შედგება ვერტიკალური თბილისი, რა აუთვისებელი და მივიწყებული რესურსები აქვს ქალაქს, რომელიც მას უფრო მიმზიდველს გახდის და როგორ უნდა შეისწავლო სივრცე, რომელშიც ცხოვრობ - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.