სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ცხინვალში ვიზიტზე უარი უთხრა. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აცხადებს, რომ ვიდრე ევროსაბჭო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, ევროპელ დიპლომატებს ცხინვალში არაფერი ესაქმებათ. მისი თქმით, ვიდრე ოსურ მხარეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე დასწრებისა და აზრის გამოთქმის უფლება არ ექნება, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, ძიცოითიმ ოსურ მედიას ევროპიდან გაგზავნილი წერილიც გააცნო, სადაც სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო რესპუბლიკად, თიბილოვი დე ფაქტო პრეზიდენტად და პარლამენტი დე ფაქტო პარლამენტადაა მოხსენიებული. ძიცოითის აზრით, საპარლამენტო ასამბლეა პატივს არ სცემს ოსი ხალხის არჩევანს.
ძიცოითი ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ჰააგის სასამართლო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იგნორირებას უკეთებენ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იმ პოლიტიკურ თამაშში არიან ჩაბმულნი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აგრესორია, საქართველო კი - მსხვერპლი.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის გარდა, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უშვებს. პერიოდულად იქ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩადიან ხოლმე. ანალიტიკოსების აზრით, თვითიზოლაცია დე ფაქტო რესპუბლიკისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკას მხოლოდ დამოუკიდებლობის ილუზია შეუქმნა.
რადიო „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოსი პოლიტიკოსი, თავის დროზე „ადამონ ნიხასის“ დამფუძნებელი ალან ჩოჩიევი აცხადებს, რომ ცხინვალის პოზიცია წამგებიანია, რადგან ის გამაგრებული არ არის დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძვლებით. ჩოჩიევის აზრით, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, კრემლის მითითებით, აქცენტს სამართლებრივ საფუძველზე არ აკეთებს, ამის გარეშე კი წარმოუდგენელია დასავლეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. მისი აზრით, ეს არც მოსკოვის ინტერესში შედის და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდება.