ახლახან გამომცემლობა „არტანუჯმა“ დასტამბა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების კრებული, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნონა კუპრეიშვილმა მოუყარა თავი. „წითელი ზონის“ სტუმარი ნონა კუპრეიშვილი ამბობს, რომ ვახტანგ კოტეტიშვილი - ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, სოციოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ესეისტი, მოქანდაკე, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე - რენესანსული ნიჭის ადამიანი იყო, მისი ბიოგრაფია კი ჰგავს მხატვრული ფილმის სიუჟეტს თავისუფლებისთვის მებრძოლი ტრაგიკული გმირით.