ავქსენტი ცაგარელი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, როგორი პოპულარული გახდებოდა მისი პიესა მეოცე საუკუნეში და, რაც მთავარია, რამდენჯერ შეიცვლებოდა "ხანუმა" სცენასა და ეკრანზე - პერსონაჟების სახელებით დაწყებული, სიუჟეტის განვითარებით დამთავრებული. პიესის ინტერპრეტაციაში თავისებურად აისახა მეოცე საუკუნის ქართული კულტურა და ქვეყნის ისტორიაც. და არა მარტო ქართული. "ხანუმა" ხომ საქართველოს საზღვრებს გარეთაც დაიდგა. გიორგი გვახარია "ხანუმას" ინტერპრეტაციის ისტორიაზე ესაუბრება ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტს, სლავისტ შოთა პაპავას.