ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „ჟანრი“ გთავაზობთ საუბარს ტრაგედიის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, დაბადებაზე. ტრაგედია დაიბადა ძვ.წ. 634 წ. 23 ნოემბერს. როგორ მოხდა ეს ამბავი? როგორც ცნობილია, ვინმე თესპისმა ბერძნებს ახალი გასართობი წარმოუდგინა. მან აიღო საგუნდო პოეზიის ცნობილი ჟანრი, დითირამბი, რომელიც წამომწყებისა და გუნდის დიალოგისგან შედგება, დაიკავა წამომწყების ადგილი, ოღონდ გუნდს ახლა არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსონაჟი ეპაექრებოდა – ამ ეფექტს თესპისი ნიღბების ცვლით აღწევდა. მთელი საბერძნეთი მოიარა თესპისმა თავისი ახალი ხელოვნებით, სანამ ყველაფერში შეჯიბრებითობის მომხრე ბერძნებმა სპეციალური ასპარეზობა არ დააწესეს ამ ახალგამოჩეკილი ჟანრისთვის. ის დღე, როდესაც ასეთი შეჯიბრება პირველად დაწესდა, გამოცხადდა კიდეც თეატრის დაბადების დღედ. შემდგომში პირველმა გენიალურმა დრამატურგმა, ესქილემ, სცენაზე მეორე მსახიობი გამოიყვანა, ხოლო მეორე გენიოსმა, სოფოკლემ, მესამეც დაუმატა. სახელმწიფომ იკისრა მსახიობების შენახვა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო გუნდის მოვლა ქორეგოსების საპატიო მოვალეობად იქცა. დრამატურგი იყო თავისი პიესის ავტორიც, დამდგმელიც და ა.შ. ასე რომ, რომელიღაც სოკრატე მოგვევლინა ავტორად, კომპოზიტორად, რეჟისორად, ლოტბარად და, რაც ყველაზე უფრო მოსწონდათ ბერძნებს, მასწავლებლად ანუ დიდასკალოსად. როგორ დაიბადა ტრაგედია, ნიცშეს სიტყვებით, მუსიკის სულიდან ანუ სასულე მუსიკიდან; რას ნიშნავს გუნდი ჩვენთვის და რას ნიშნავდა ბერძნებისთვის; როგორ შეიქმნა თეატრი – სახელმწიფოებრივი, კულტურული და რელიგიური ფენომენი და როგორ ჩამოყალიბდა მისი არქიტექტურული კონცეფცია; როგორ ახერხებდნენ ბერძენი მსახიობები, ხმა მიეწვდინათ ათიათასობით მაყურებლისთვის მიკროფონის გარეშე, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
ტრაგედიის დაბადება
ეპიზოდები
-
დეკემბერი 20, 2021
ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი
-
ნოემბერი 30, 2021
ლევან ბერძენიშვილი: ოთარ ჭილაძე, რკინის საწოლი
-
ნოემბერი 20, 2020
ღვთაებრივი დანტე ალიგიერი
-
ოქტომბერი 26, 2020
ნობელიატი ლუიზ გლიუკი
-
ოქტომბერი 12, 2020
წითლისა და შავის ამბავი | ლევან ბერძენიშვილი
-
სექტემბერი 21, 2020
„ილიადა“