Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა


ცნობების თანახმად, ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, როცა მოწყობილობა მოწყდა და მაღაროში ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. შსს-ს ცნობითვე, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

(ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის აქცია ყოფილ პარლამენტთან)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, სპეციალური განცხადება გაავრცელა მაღაროელების დაღუპვის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს. „მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG