გასულ კვირას საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. გამოაცხადეს წლის საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები. ტრადიციულად, თბილისს საერთაშორისო თეატრალური დასიც ეწვია - ამჯერად ”კანდოკო”, ეგრეთ წოდებული ინტეგრირებული ქორეოგრაფიული კომპანია დიდი ბრიტანეთიდან.