2015 წლის ბოლოს საქართველოში მეოთხედ ჩატარდება გეიმჯემი - ღონისძიება, რომელიც აერთიანებს კომპიუტერული თამაშების შემქმნელებსა და მოყვარულებს. 12 დეკემბერს, "ივენთ ჰოლში" გაიმართება "ქოსფლეი" შოუც, სადაც მონაწილეები თამაშებიდან, ფილმებიდან, კომიქსებიდან საყვარელ პერსონაჟებს განასახიერებენ. ახალგაზრდული პროგრამის სტუმრები იყვნენ გეიმჯემის ორგანიზატორები, ლუკა ლეჟავა და თენგო გეჯაძე. პირველი შეკითხვა ლუკას დავუსვი, მაინტერესებდა, თუ რით იქნება გამორჩეული ეს გეიმჯემი.