Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ტრანსფორმაციები განიცადა საბჭოთა არქიტექტურამ პოსტსაბჭოთა პერიოდში


28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი, მკვლევარი, თინათინ გურგენიძე, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში არქიტექტურულ ტრანსფორმაციებს სწავლობს გლდანის მიკრორაიონების მაგალითზე.

გლდანის მშენებლობა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო პროექტის მიხედვით, რომელიც 8 მიკრორაიონს მოიცავდა. დღეს გლდანში, დაახლოებით, 170 000 ადამიანი ცხოვრობს. სოციალისტური პერიოდის დასრულების შემდეგ იმდროინდელი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმილი უბანი ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 90-იანი წლებიდან გლდანში დიდი არქიტექტურული და საზოგადოებრივი ცვლილებები მიმდინარეობს.

რა გავლენას ახდენენ შენობები და ადამიანები ერთმანეთზე, როგორ ითვისებენ მოქალაქეები საჯარო სივრცეებს და რის მიმართ გრძნობენ პასუხისმგებლობას და რასთან უჩნდებათ გაუცხოების განცდა, არსებობს თუ არა ზოგადი კანონზომიერებები, რომლებიც თან ახლავს პოსტსაბჭოთა პერიოდის ურბანულ პროცესებს და რა განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს გლდანს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG