რით არის გამოწვეული ახალგაზრდების დაბალი სამოქალაქო აქტივიზმი
6 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კრეატიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, თეონა დალაქიშვილი. ცენტრი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდულ საკითხებზე და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არაერთ ახალგაზრდასთან ჰქონიათ შეხება. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენენ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ, ენთუზიაზმით არ ხვდებიან მოხალისეობრივი საქმიანობისა და სტაჟირების პრაქტიკის შესაძლებლობას და შიდა პოლიტიკაზე მეტად საგარეო პოლიტიკა აინტერესებთ. რითაა გამოწვეული ახალგაზრდობის დაბალი სამოქალაქო აქტივიზმი, როგორ მუშაობენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რა მნიშვნელობა აქვს აქტიურ ახალგაზრდობას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბრი სტუმართან.