ავტორი: თინათინ ხურციძე
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანად განვითარდა მოვლენები, რამაც ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისა და პარტიული პოლიტიკის არც ისე სახარბიელო კონტურები გამოკვეთა. მულტიპარტიული გარემო, იდეოლოგიათა სიჭრელე და კოალიციათა საკმაო რაოდენობა,რომელთა კონსოლიდირებულ რეჟიმში მუშაობა სისტემურ ცვლილებებს წინასწარმეტყველებდა. თუმცა ეს ყოველივე განსხვავებული აღმოჩნდა ქართული პოლიტიკის რეალური კონსტრუქტებისგან. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ კარდინალური ცვლილებები დაიწყო. რა მოხდა რეალურად და რითი იყო ინსპირიებული პოლიტიკური პარტიების ქმედებები , რაც შემდგომში პარტიათა დაქუცმაცებით გამოიხატა, არის ის საკითხი, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი. რა რისკების შემცველია პარტიათა მხრიდან გადაწყვეტილებების უცაბედი ცვლილებები და რამდენად ესმის ქართულ პოლიტიკურ პარტიების მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი?
ქართული პარტიული პოლიტიკა უნიკალური გამოწვევის წინაშეა. ერთი მხრივ პარტიები კონსოლიდაციის მთავარ აქტორებად გინიხილებიან, მეორე მხრივ კი მარგინალურ აგენტებად წარმოგვიდგებიან. კონსოლიდაციის მთავარ აქტორად განხილვა ეს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,რაც პოლიტიკურ პროცესეს ბევრად უფრო ცოცხალს და კონკურენტულს ხდის. რაც შეეხება მარგინალურ აგენტებად აღქმას, ეს ძირითადად საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს. პრინციპში, არსებული მდგომარეობა, იგულისხმება ბრძოლა არჩევნებიდან-არჩევნებამდე და პარტიათა დაშლის შეუქცევადი პროცესი, არის რეალური მიზეზი,რითაც მოქალაქეთა განწყობებია ინსპირირებული.
მაშინ როდესაც ისე, როგორც არასდროს საჭიროა სტაბილური პოლიტიკური პარტიები, ჯანსაღი ოპოზიცია და პარტიათა შეთანხმებული მოქმეედება სახეზეა დაქუცმაცებული პარტიები, ოპოზიციურ პარტიათა დაპირისპირებები და ურთიერთბრალდებათა კასკადი.
პროცესები ჯერ კიდევ 2016 წლის 29 სექტემბერს დაიწყო, როდესაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფოხალხისთვის“ „გირჩმა“დატოვა. თამაშგარე მდგომარეობაში აღოჩნდა პარტია, რომელიც გამოეთიშა საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა ქართულ პოლიტიკაში დარჩენისა და ფასეულობათათვის ბრძოლის პირობა დადო. პარტიის დატოვება ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა, სადაც პაატა ბურჭულაძე აცხადებდა, რომ „გირჩი“ ფინანსდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, შესაბამისად მას არ სურდა რომელიმე პარტიის სატელიტი ყოფილიყო. საპირისპიროდ, ზურად ჯაფარიძე ამტკიცედა,რომ ადგილი ჰქონდა შანტაჟს.
მდგომარეობის დესტაბილიზაცია უფრო აშკარა გახდა არჩევნების შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო დომინანტ ოპოზიციურ პარტიად კვლავ ნაციონალური მოძრაობა დარჩა, ტრიადის გვირგვინად კი „პატრიოტთა ალიანსი“ მოგვევლინა.
მოვლენები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა: დაიშალა ბლოკი „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთის“, დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტია დატოვეს. მიზეზად პარტიის წარსული საქმიანობის ანალიზი და თანამშრომლობის სირთულე დასახელდა. „თავისუფალი დემოკრატები“-ს ფრაქცია დაიშალა, წევრებმა პარტია დატოვეს. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა თავის გუნდთან ერთად და განაცხადა,რომ ღირებულებითი შეუთავსებლობა იყო ძირითადადი განმაპირობებლი ფაქტორი. ნაციონალური მოძრაობაში არსებული გარდამავალი პერიოდი, რომელიც თვითგამორკვევის პრობლემასა და ორ პოლუსად გაყოფილ ძალების არსებობას მოაზრებს, კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ჩნდება კითხვები. რატომ დაიშალნენ პარტიები მაშინ, როდესაც დასრულდა ბრძოლა მანდატებისთის?
პირველი მიზეზი შესაძლოა პოლიტიკური კულტურის დაბალი დონეა, როდესაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და სათანადოდ არ აქვთ პარტიებს მათი როლი გააზრებული. ფაქტები ცხადყოფს,რომ საარჩევნო მარათონში ბრძოლა და საპარლამენტო მანდატი იყო მთვარი მოტივაცია. დამსარცხების შემდეგ მათი სურვილი, რომ გაეგრძელებინათ ბრძოლა იმ მიზნისთვის, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია, პოპულისტური რიტორიკის ნაწილი აღმოჩნდა.
მეორე, ზედმეტი თვითდაჯერებულობა და თითქმის ყველა სოციალური ჯგუფისადმი ერთნაირები გზავნილები. არჩევნების დასრულების შემდგეგ გაიაზრეს, მათი წინასაარჩევნო დაპირებები მხოლოდ მანდატების მოპოვებას „ეძღვნებოდა“,ის იდეები აღარ იყო აქტუალური,უფრო მეტიც, სიცრუეზე დაფუნებული იყო. შესაბამისად, ბრძოლის გაგრძელებამაც აზრი დაკარგა. ეს ფაქტორი მიუთითებს მხოლოდ ერთზე. ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს არ აქვთ განცდა რომ ქართული საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულები არიან. წინა საარჩევნო მობილიზება იყო „მანევრი“ რომელიც რიტორიკის გამართლება-არ გამართლებაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, პროცესების დასრულების შემდეგ პარტიებმა განიზრახეს პოლიტიკური პროცესებს კულისებიდან დააკვირდნენ, რადგან მათი პოზიცია აღარ არის მომგებიანი და უახლოესი 4 წელი არ აქვთ „მიზეზი“, რისთვისაც ბრძოლა ღირს.
მესამე, პირადი ამბიციები და ზეროლურუბა. პარტიის ლიდერებმა პირად ამბიციებს შესწირეს პარტიის იმიჯი და შიდაპარტიული დემოკრატიის არსიი, მხოლოდ ცნების დონეზე დავიდა. იდეოლოგიური შეუთანხმებლობა ბუნებრივია, თუმცა ეს პროცესები არ არის მოკლე ვადაში ინსპირირებული. აღნიშნულს ღრმა ფესვები აქვს, შესაბამისად მსგავსი საკითხები არა არჩევნების დასრულების შემდეგ, არამედ არჩევდებამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოგვარებულიყო. აქაც იგივე შეიძლება ითქვას, პარტიიის წევრებმა მაშინ თქვეს უარი ერთიანობაზე, როდესაც თვითონ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და საერთოდ უგულებელყვეს ამომრჩევლი, რომელთაც მათ ნდობა გამოუცხადეს.
და ბოლოს, ცესკოს მონაცემებით, 20%-მა არც ქართულ ოცნებას მისცა ხმა, არც ნაციონალურ მოძრაობას. პაატა ბურჭულაძე ერთიანი საქართველო- 60 681 ხმა, რესბუბლიკები-27 264, თავისუფალი დემოკრატები- 84 464 ხმა. ეს რიცხვები ცხადყოფს,რომ ქართველი ამომრჩეველი არ არის პოლარიზებული. ისინი მზად არიან განსხვავებული იდეები მიიღონ და მხარი დაუჭირონ, თუმცა ეს არაფრის მომცემი „ნარატივია“, რადგან ქართული პარტიებისთვის პრიორიტეტები სხვაგვარად ნაწილდება.მათთვის ძალა მხოლოდ საპარლამენტო მანდატია. მდგომარეობის ნორმალიზაციისთვის არ ირჩევენ ეტაპობრივ ქმედებს. არარაციონალური და პოპულისტური რიტორიკა პარტიებს მოქმედების არეალს უზღუდავს, რადგან აღარ არსებობს ის , რისთვისაც მოქმედება ღირს. გარდა ამისა,შიდაპარტიული დემოკრატიის არ ქონამ და არაორგანიზაციულმა სტრუქტურამ გამოიწვია ის, რასაც დაქსასული პოლიტიკური სპექტრი ჰქვია. ეს ყოველივე კვლავ ნიჰილიზმსა და ქართული პოლიტიკური ძალებისადმი სკეპტიციზმს იწვევს. პროცესები შეუქცევადია და შეთანხმებული მოქმედებაა აუცილიბელი, თუმცა ,როგორც ჩანს, ამის არც კეთილი ნება არსებობს პოლიტიკოსთა მხრიდან და არც პოლიტიკური „გონი“.