Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ივნისი თარსი ციფრი თუ შემთხვევითობა


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ბევრი ითქვა ამ დღის შესახებ, გეტყვით რომ ამ ტრაგედიის ღამეს თითქმის არ მეძინა მეორე დღეს მარტვილში მივდიოდი, დილით 6საათზე უნდა ამდგვარიყავი, ამიტომ ღამე გამიტყდა ინფორამციების ფონზე. სოციალურ ქსელებში აჟიტირებული და ემოციებისგან აზღვევებული ხალხი რას აღარ იწერებოდნენ ცხოველების გარეთ ყოფნაზე. რაიონების მიხედვით ხან ლომი ნახეს, ხან ვეფხვი, ხანაც სახურავიდან გადმომხტარი აფთარი. საინფორმაციო საგენტოები პირდაპირ დაუზუსტებელ ინფორმაციას ავცრელებდნენ. თითქოს ფეისბუქიდან გადმოღებული ჰქონდათ ხალხის ჭორად გავრცელებული გაქცეული, თუ დაღუპული ცხოველების ინფორმაცია. ადამიანების დაღუპის ინფორმაცია თითქმის გადაწონა ზოოპარკში დაღუპული ცხოველების რაოდებომაც და გამოწვეულმა ემოციებმაც. როგორც გითხარით მეორე დღეს მარტვილში წავედი, იმ საღამოსვე დავბრუნდი, ტაქსისტი მძღოლებმა ამით კარგად ისარგებლეს. ქართველებს ხომ წესი გვაქვს ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებელი ვნახოთ. ჟარგონულად რომ ვთქვათ “გამატყავეს.” ახალგაზრდულმა მუხტმა დასაუფთავების ამბავში გადამაწყვეტინა წავსულიყავი ასე რომ ვაკე-საბურთალოს გზა ფეხით გავიარე. ჩემი თვალით დანახული მაინც სხვა მეჩვენა, მართლაც განცდა უფრო იყო რეალური. წინა დღეს საინფორმაციოთი გაგონილი მაინც მეგონა სხვაგან ხდებოდა ყველაფერი, ასეთ სიტუაციაში აღვმოჩნდი 2008 წლის ომის დროსაც მოვლენებს ყუთის საშუალებით ვეცნობოდი. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ კიჩის ელემენტებს აქაც ვერ ავცდით მიუხედავად დიდი ერთობისა. შემართებით გავექანე მზიურში დასალაგებლად. სამწუხაროდ გვიანი აღმოჩნდა კვლავ წვიმა დაიწყო. გზაზე ვხედავდი რა შემართებით მოდიოდა დაღლილი და ტალახში განჟღენთილი ახალგაზრდობა. შემდეგ გაივსო ამ ბავშვების ფოტოებით სოციალური ქსელები და სატელევიზიო სტუდიები, სატ. ტოქ-შოუები მარათონებს მიეძღვნა. მოკლედ ვითარება ჩვეულებრივს კიჩს დაემსგავსა. ბანალური გახადა თუნდაც კლიპმა ახალგაზრდებს რომ მიეძრვნა. ხელის შეშველება ვერ მოვახერხე (თუმცა ბევრი მეგობარი ჩემზე ყოჩაღი აღმოჩნდა), მაგრამ “მაჰეტენობაში” მაინც მივეხმარები პროექტის განხორციელებისას. იმ ახალგაზრდებმა, როლმებიც შემართებით ალაგებდა იქაურაობს საინტერესოა აზრი ვკითხოთ რამდენად სურთ მთავრობის შემოთავაზებული კიჩობები? მათი გასუფთავებული მზიური რას უნდა დამგვანონ მომავალში? გაუცემელია პასუხები. ზოოპარკში გადარჩენილი ცხოველებიდან მეტად პოპულარული გაგვიხდა ბეჰემოტი ბეგი. საცოდავი ადამაინები უკვე სხეულს წყალს ატანდნენ, როცა ბეგი იდგა შეშინებული გმირთა მოედანზე. თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა სიცოცხლე შეინარჩუნა. ის ღამე სიცოცხლის ჭიდილი იყო ორივე შემთხვევაში. ბუნებამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ადამიანმა შიშისგან ბუნების მკვიდრები ცხოველები დახოცა. ტრაგედიიდან მოყოლებული დიდი დრო არ გასულა, კომპენსაციის დახმარება მერიის მხრიდან კი სრულდება, მაგრამ მოსახლეობა მარტო ავეჯის ანაზღაურებით არ კმაყოფილდება, თუმცა არა საკმარისია ფულადი კომპესაცია. ყოველ დღიური ამბების ფონზე ეს მძაფრი ტრაგედია იყო, პირადული ემოციების დონეზე ადამიანები ქცევა ხშირად იწვევს არაადეკვატურ რეაქცის მეორე სუბსიდიის ინდივიდებისათვის. ახლა დაუკმაყოფილებელი დაზარალებულები დახმარების მიღებისათვის აქციებს მართავენ. მერიაში შეტანილი ფოტოსურათებით მოსახლეობას სრული რებილიტაცია უნდა თავისი დანგრეული შენობა ნაგეგობების უზრუნველსაყოფად. თუმცა რამდენად გამართლებული იქნება ეს საქმე საკითხავია. რამდენიმე დღის წინ კვალავ სამარშუტო ტაქსით გავიარე ახლა გზაზე, კარაგად ჩანდა ის დანგრეული ვოლიერები, მარტო არ გამომიწვევია დიდი ინტერესი. ქუჩაში ხშირად ამ ამბის მერე გაიგებდი “ხუთი წუთით ადრე გამოვასწარი”, “ერთი საათის წინ იქ ვიყავი გზაზე” და ა.შ. ხალხი შეწუხებული შიშისაგან შეპყრობილი იყო. ასეთი მაშტაბის ტრაგედისათვის რომ მოუმზადებლები ვიყავით ფაქტია. რამდენიმე მეწყერ საშიში ადგილია თბილისში. ერთ-ერთ ზონაში ჩემი საცხოვრებელი ადგილიც ხვდება. ბოლობოლო ეს ამბებიც ისეთ დავიწყებას მიეცემა როგორც დანარჩენი, უფრო სწორადDხალხს დავიწყების უნარი გააჩნია ცუდის ასევე კარგისაც. პატარა ოჯახში მომხადარი კონფლიქტი ინტუციონალიზმია დიდი სახელმწიფოში მომხარი უგუნურებისა. სტიქიის შემთხვევაში ბევრი გადაიტანს თავის პირადულს გვერდზე გადადებს საერთოში შეურებს როგორ ცომში ან კიდე რაიმე კერძში. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მიძინებული პრობლემები იღვიძებს, როცა საერთო ფონზე რამე მაშტაბური არ ხდება. ვინც ჩამოუყალიბებელი ინდივიდი არ არის მისთვის კიდე უარესია ამის წარმოდგენა. უარყოფითი ემოციების დაგროვება და ამოხეთქვა თავს იჩენს ასეთი ამბები შედეგადაც. ერთი კვირის წინ ჯაყისმანში ვიყავი ეს ტერიტორია თურქების ტერიტორიაზეა ჩვენი სამონასტრო კოპლექსი განლაგებული. ახლა ამას რაზე გესაუბრებით, ილია II ის სიტყვები გამახსენდა ზოოპარკს ცოდვა ეწვია, რადგან ზარების გადადნობის შედეგად აშენებულიაო მთლიანი ტერიტორია. ამ ამბავზე სხავადასხვა პოზიცია დაფიქსირდა, საზოგადოების ნაწილი პატრიარქის გამოთქმას ემხრობოდა, ხოლო მეორე ნაწილი ირონიულად აკრიტიკებდა. მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ მონათხრობი მართალია, თან როგორც გაირკვა 60იან წლებში ანალოგიური სტიქია იყო. ღმერთის რისხვა ზოგჯერ ადამიანის არასწორი საქციელია, მაგრამ საქციელსაც გაჩნია. დღემდე გრძლედება აქცია კონცერტები იმ დაზარალებუებისათვის, მოხალისე ჯგუფებსაც კი უტარებენ კონცერტებს. ცოტა ირონიული კი გამომივა, მაგრამ გუშინდელი ბარსა აიაქსის მომავალი მატჩის ბილეთების გაყიდვისა არ იყოს. სტიქიაზე ნაკლები ემოციები არ გამოუწვევია ამ ამბავმა. არაორგანიზებულება გვახასიათებს ყველაფერში. გულშემატკვარის არეულებაც კი გამოიწვია ამ ფაქტმა. ორი-ერთი დღით ადრე არსებულმა რიგებმა, წინასწარ დაწერილმა სიებმა უფრო დაძაბა სიტუაცია. დღემდე ის ფაქტი რომ კიდევ ერთი ვეფხვი, სადღაც თბილისი ქუჩებში დასეირნობს შიშის ფაქტორი გახდა. მიუხედავად ამისა მაინც დაბორიალობს ხალხი ღამის თბილისში და ბილეთისთვის რიგში დგება. სტიქიური მოვლენები ორი შემთხვევაშია, ერთი თუ მსხვერპლით მთავრდება, მეორე ძალადობის დომინანტი ხდენა. რომელია უკეთესი თუ უარესი გაუგებარია. ერთი კი ვიცი ფულადი შემოსავალი რომ მიიწურება სტქიაზე უარესია. საფულიდან ფულის გაქრობა არა უარესი შემთხევვა მაგალითისთვის. ცხოვრებისეული ბილეთის ამოღება კი ლატარეასავითა გამართლება_გაუმართლებობაზე. სტიქიის მერე ბევრამა მატარებელმა ჩაიარა როგორც იტყვიან ხოლმე, კიდევ ბევრმა ისტორიამ ჩემთანაც...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG