Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნმა დაგმო „შემზარავი ტერორისტული თავდასხმა“ მალიში


სპეცოპერაცია მალიში
სპეცოპერაცია მალიში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა დაგმო „შემზარავი ტერორისტული თავდასხმა“ სასტუმროზე, მალიში და განაცხადა, რომ ძალადობის მიზანი იყო მეტოქე ფრაქციებს შორის ივნისში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა.

მალის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმმა ბოლო მოუღო ფეშენებელურ სასტუმროში მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს. უშიშროების მინისტრის, სალიფ ტრაორეს განცხადებით, მალელი ჯარისკაცები ამერიკელ და ფრანგ სამხედროებთან ერთად შეიჭრნენ დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუში“ და შენობიდან განდევნეს ისლამისტი ექსტრემისტები.

მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბარაკ კეიტამ მოსახლეობას აცნობა, რომ ისლამისტი ექსტრემისტების მიერ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველზე პრესტიჟულ სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მძევალთა აყვანის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.

ისლამისტურმა ჯგუფმა, ალ-მურაბითუნმა განაცხადა, რომ თავდასხმა მან განახორციელა, ალ-ყაიდის რეგიონულ დანაყოფთან თანამშრომლობით. როგორც იუწყებოდნენ, მძევლებს შორის სულ მცირე ექვსი ამერიკელი იყო. საფრანგეთმა 2013 წელს დაიწყო სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ მალიში. ვარაუდობენ, რომ 20 ნოემბრის დილას 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ბამაკოში მდებარე სასტუმროში შეძახილებით „დიდ არს ალაჰი“, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით.

XS
SM
MD
LG